ევრო ინვესტი არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც შეიქმნა 2014 წელს და მოკლე დროში შეძლო ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა წამყვან კომპანიებს შეორის. ევრო ინვესტი დამაჯერებლად განაგრძობს წინსვლას და დინამიურ განვითარდებას, რაც პირველ რიგში მომხმარებლის კეთილგანწყობის, მაღალკვალიფიციური გუნდის და ამავდროულად ევროპელი პარტნიორების დამსახურებაა. ჩვენი კომპანიის პარტნიორები კი არიან, ისეთი ცნობილი, მსხვილი ერვოპული კომპანიები როგორებიცაა: მლეკოვიტა (რძის პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი და ლიდერი კომპანია პოლონეთში), კორალი ( ასევე ლიდერი კომპანია პოლონეთში ზღვის პროდუქტების წარმოებაში), ინდიკპოლი (ინდაურის პროდუქციის მწარმოებელი პოლონური კომპანია), პამასი (სალიამების მწარმოებელი პოლონური კომპანია), ლაზური (ობიანი ყველის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი პოლონეთში), გრან კასტელი (ერთ-ერთი უმსხვილესი ყველის მწაროებელი კომპანია იტალიაში) და ა.შ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევრო ინვესტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს თბილისის, როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ ობიექტებში „კარფური“ „ გუდვილი“ „სმარტი“ „ფრესკო“ „ნიკორა,“ „ნუგეში“ „SPAR“. ჩვენი შემდგომი ნაბიჯი მარკეტინგული აქტიობა და ქვეყნის მასშტაბით ლოჯისტუკური განვითარებაა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ჩვენი პროდუქცია ცნობილი, სასურველი და ხელმისაწვდომი.
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს მომხმარებელზე და მუდმივ მცდელობაში ვართ, რადგან ჩვენს მომხმარებელს შეთავაზოთ, ევროპის წამყვანი ბრენდების პროდუქცია, რომლებიც გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტს მთელი ოჯახისათვის!
EURO INVEST LLC 2016 © ALL RIGHTS RESERVED
Powered By WEBUILD STUDIO